აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 89 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7,290 პროცენტით, მაქსიმალური - 7.430 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7,378 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 8.000% შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.