არეულობის გამო აფხაზეთს ტურისტები მასობრივად ტოვებენ

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო აფხაზეთს ტურისტები მასობრივად ტოვებენ. რუსული სააგენტოები აფხაზეთის კურორტებისა და ტურიზმის დე ფაქტო მინისტრ ავთანდილ გარცკიაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ 5 ივლისს სოხუმში მომხდარი არეულობის გამო, ბევრ სასტურმოში ტურისტები ჩემოდნებს ალაგებენ და აფხაზეთს ტოვებენ.

ე.წ. მინისტრი ირწმუნება, რომ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები ტურისტებისთვის საფრთხის შემცველი არ არის. მისი თქმით, ტურისტული სეზონი ადგილობრივებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

5 ივლისს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც შინაგან საქმეთა დეფაქტო მინისტრის ლეონიდ ძაპშბას გადადგომას მოითხოვდნენ, უწყებაზე შტურმი განახორციელეს, რის შემდეგაც სამინისტროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე