”გალტ & თაგარტმა” აზიის განვითარების ბანკის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

”გალტ & თაგარტმა” აზიის განვითარების ბანკის (ADB) ობლიგაციები წარმატებით განათავსა, - ამის შესახებ ”გალტ & თაგარტში” აცხადებენ.

სს „გალტ & თაგარტმა“ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 64 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ობლიგაციების ვადა 3 წელია, ობლიგაციების განთავსება მოხდა მცურავი განაკვეთით, საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი (91-დღიანი) სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთს დამატებული 20 საბაზისო პუნქტიანი სპრედი. განთავსების ერთადერთი აგენტია „გალტ & თაგარტი“.

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის” როლი აზიის განვითარების ბანკის ობლიგაციის წარმატებით გამოშვებაში. „გალტ & თაგარტის” მიზანია იყოს ამგვარი მომსახურების მუდმივი მიმწოდებელი არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ კაპიტალის მოზიდვის დამატებით წყაროებს. მინდა მივულოცო ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელება მთელს „გალტ & თაგარტის” გუნდს”, - განაცხადა „გალტ & თაგარტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ.