სემეკმა მოქალაქეებს 98 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს 98 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, კომისიამ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალიწინებული საკითხები განიხილა, რომელთა დიდი ნაწილი მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. დავები მოიცავდა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებულ დადგენილებებს, უსაფუძვლოდ განხორციელებულ დარიცხვებს, მრიცხველის საფასურს, ხანდაზმულ დავალიანებებს. მთლიანობაში ჩამოწერილმა თანხამ 98 661,75 ლარი შეადგინა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ კომისიას ან კომისიასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე - 242 01 80, ასევე, Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.