ივნისის თვეში საბავშვო აფთიაქში შემავალი მედიკამენტები გაიაფდა

არასამათავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში ფანასკერტელის აფთიაქებში შემავალი ჯგუფის – საბავშვო აფთიაქის მაისის თვის მონაცემებს აქვეყნებს.

ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში შეისწავლა ბავშვის აფთიაქისათვის საჭირო მედიკამენტების მინიმალური სია და მათი ფასი, რომელიც ივნისის თვეში დაფიქსირდა და 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ივნისის თვეში შემცირდა რამდენიმე მედიკამენტის ფასი, რამაც საერთო ჯამში აფთიაქის ღირებულება 96 ლარიდან 93 ლარამდე შეამცირა. უფრო კონკრეტულად კი ფასი შემცირდა შემდეგ მედიკამენტებზე:

თურმანიძის მალამო მაისის თვეში 5.88 ლარი ღირდა, ივნისში კი მისი ფასი 4.90 ლარი იყო; 5 თეთრით შემცირდა რეჰიდრონ ოპტიმის ფასი და 26 ლარის ნაცვლად, ივნისში ის 25.95 ლარი ღირდა. ოტიპაქსის ფასი 7.20 ლარიდან 6.95 ლარამდე შემცირდა. ალბუციდი 1.20 ლარის ნაცვლად 0.95 ლარი ღირდა, ხოლო დრამინას შეძენა 5.60 ლარის ნაცვლად უკვე 3.50 ლარად იყო შესაძლებელი.