ნავთობის ფასი დაეცა

აშშ-დან ნავთობის მოწოდების გაზრდის შესახებ ინფორმაციის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 0,43 დოლარით შემცირდა და ბარელზე 46,33 დოლარი შეადგინა. 0,50 დოლარით გაიაფდა აშშ-ის ნედლი ნავთობი, რომლის ფასი ბარელზე 44,91 დოლარამდე დაეცა.

საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის არავი ჰალიდს ალ ფატიჰის განცხადებით, ნავთობის ბაზარი უფრო დაბალანსირებული ხდება მოთხოვნა-მიწოდების თვალსაზრისით.