ჭაბუა ამირეჯიბის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე ქვის დამცავი ბადეები დამონტაჟდა

ჭაბუა ამირეჯიბის გამზირსა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე ქვის დამცავი ბადეების მონტაჟი დასრულდა. სამუშაოები იაპონურმა მხარემ და თბილისის მერიამ ერთობლივად განახორციელა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, განხორციელებული პროგრამა საპილოტეა, დამცავი ბადეების მოწყობა კი იაპონურმა მხარემ თბილისის მერიას უსასყიდლოდ შესთავაზა.

განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში, ქვებისგან დამცავი ძველი ბადეები ახალი ბადეებით ჩანაცვლდება.

სამუშაოები მიმდინარე წლის 23 მაისს დაიწყო, რასაც იაპონური კომპანიები “TOKYO ROPE”, “MITSUI”, ”JICA” და ქართული კომპანია ”GRP” ახორციელებდნენ.

დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და იაპონიის ელჩმა ტოშიო კაიტანმა დაათვალიერეს.

თბილისის მერმა იაპონიის ელჩს გაწეული სამუშაოებისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.