კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 50-დან 600 ლარამდე იქნება

კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 50-დან 600 ლარამდე იქნება. როგორც Black Sea Arena-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კრისტინა აგილერას კონცერტის ბილეთების გაყიდვა ონლაინ-რეჟიმში 12 ივლისიდან, დილის 9.00 საათიდან ვებ-გვერდ tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი. მისივე ინფორმაციით, ბილეთების ფასი ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„ბილეთების ფასი დაიწყება 50 ლარიდან და იქნება 60, 80, 90 და 100-ლარიანი ბილეთები. ასევე იქნება ვიპ-სივრცეები, სადაც ბილეთი ეღირება 600 ლარი. ჩვენ შევეცადეთ, რომ ყველა ტიპის მსმენელისთვის ყოფილიყო გათვლილი ბილეთის ფასი და ის ყოფილიყო ხელმისაწვდომი“, - განაცხადა დიმიტრი ბერიძემ.

Black Sea Arena 30 ივლისს, მსოფლიო დონის პოპ-მომღერალს, ქრისტინა აგილერას უმასპინძლებს.