„კალაშნიკოვმა“ საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვა აღადგინა

თბილისში რუსული იარაღის მწარმოებელი კონცერნის „კალაშნიკოვის“ ბრენდ-ზონა გაიხსნა. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით რუსული მედია იტყობინება.

„2016 წელს კონცერნმა „კალაშნიკოვმა“ წარმატებით განაახლა სამოქალაქო სასროლი იარაღის მიწოდება ქართული ბაზრისთვის, სადაც 2006 წლიდან ჩვენი პროდუქცია ფაქტობრივად არ იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა ვლადიმერ დმიტრიევმა. მისივე თქმით, კომპანია უახლოესი 5 წლის განმავლობაში აპირებს მიწოდების მოცულობის გაზრდას მეზობელ ქვეყანაში.

კონცერნში აცხადებენ, რომ თბილისის ბრენდ-ზონაში წარმოდგენილი იქნება „კალაშნიკოვისა“ და „ბაიკალის“ ბრედნის იარაღები, ასევე სხვა ნაწარმი.

კოკა კვირკველია

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე