HUB Georgia-ს საგანგებო განცხადება

2016 წლის ივლისიდან საქართველოს მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროს უწყების შ.პ.ს. „გაერთიანებული აეროპორტები საქართველოს“ დირექტორმა, ქეთი ალექსიძემ ხელშეკრულება გააფორმა ყაზახურ ავიაკომპანია SKY BUS-თან.

ხელშეკრულების თანახმად ყაზახურ ავიაკომპანია SKY BUS-ს გადაეცა უფლება, შეესრულებინა ქვეყნის შიდა რეისები, თბილისი-ბათუმი, რითაც დაზარალდა ეროვნული ავიაკომპანიების და სახელმწიფოს ინტერესები. აღნიშნული ავიარეისების განხორციელების სურვილი გააჩნდათ ეროვნულ ავიაკომპანიებს, თუმცა სახელმწიფომ მათი ინტერესები და შეთავაზებები არ გაითვალისწინა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობამ, დაარღვია ავიაციის შესახებ „ჩიკაგოს“კონვენციის მე-7 მუხლი „კაბოტაჟი“. „ჩიკაგოს“ კონვენცია სამოქალაქო ავიაციის შესახებ მიღებულია 1944 წელს, საქართველო კი მას მიუერთდა 1993 წელს, კონვენციის თანახმად, მე-7 მუხლი „კაბოტაჟი“ ნებისმიერ სახელმწიფოს აძლევს უფლებას თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, უცხოურ ავიაკომპანიაზე არ გასცეს ნებართვა, შეასრულოს ქვეყნის შიდა რეისები, რაც არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის მიერ.

საგანგაშო ფაქტია, ის რომ აღნიშნული ყაზახური ავიაკომპანია SKY BUS-ს და ქვეყანა ყაზახეთი იმყოფება ევროპის უსაფრთხოების სააგენტოს EASA-ს შავ სიაში, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე მათ არ ეძლევათ უფლება იფრინონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

ჩვენი ორგანიზაცია HUB Georgia ეროვნული ინტერესებიდან და მგზავრთა უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით. ჩვენ ვითხოვდით კითხვებზე პასუხებს, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი უწყება საქართველოში მგზავრთა უსაფრთხოებაზე, გამომდინარე იქედან, რომ ეს ავიაკომპანია ტექნიკურ შემოწმებას გადის მხოლოდ ყაზახეთში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია ახდენს მხოლოდ დოკუმენტაციის შემოწმებას. გამოდის რომ ჩვენ ქვეყანაში მგზავრების უსაფრთხოებას ვანდობთ ყაზახეთის სახელმწიფოს, რომელიც არის ევროპის შავ სიაში, როცა საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრია.

ჩვენ მიგვაჩნდა, რომ აღნიშნული ავიაკომპანიის ფრენების შესრულების დროს მგზავრთა უსაფრთხოება დაცული არ იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრებები დადასტურდა, დღეს 07:30 საათზე ავიაკომპანია SKY BUS-ს უნდა შეესრულებინა რეისი ბათუმი-თბილისი, ფრენა გადაიდო თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ ბათუმის აეროპორტში და ამბობენ, რომ ფრენა გადაიდო 22:00 საათისთვის.

მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მგზავრთა უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით.