კიმ კარდაშიანმა მობილური თამაშის წყალობით 45 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

ჰოლივუდის ცნობილმა ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა მობილური თამაშის Kim Kardashian: Hollywood-ის წყალობით 45 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

“ფორბსის“ ინფორმაციით, თამაში 2014 წელს გამოვიდა. ამ ხნის განმავლობაში Kim Kardashian: Hollywood 45 მილიონჯერ გადმოიწერეს და საერთო ჯამში, თამაშმა შემქმნელებს 160 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კიმ კარდაშიანის ყოველწლიური შემოსავლების 40% სწორედ ამ თამაშიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის.

„ფორბსის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი სახეების წლევანდელ რეიტინგში კიმ კარდაშიანი 42-ე პოზიციაზე აღმოჩნდა 51 მილიონი დოლარის შემოსავლით.

„ტექნოლოგიებით საკმაოდ დაინტერესებული ვარ. უკვე დიდ დროს ვატარებ სან ფრანცისკოში. მივხვდი, რომ ეს იქნება ახალი ეტაპი ჩემს კარიერაში და ეს არის ის, რაზეც ვაპირებ ფოკუსირებას“, - აცხადებს კიმ კარდაშიანი.

კოკა კვირკველია