საფრანგეთის პრეზიდენტის პირადი სტილისტის ყოველთვიური ხელფასი 10 000 ევროა

საფრანგეთის პრეზიდენტის პირადი დალაქის ყოველთვიური ხელფასი თითქმის 10 000 ევროა.

"ოლანდის პირადი დალაქი ოლივიე ბი თვეში 9 895 ევროს იღებს, მაშინ როცა ფრანგი მინისტრების საშუალო ხელფასი 9 940, პრეზიდენტის კი - 14 999 ევროა. ხელფასის გარდა, სტილისტს ერიცხება სხვა დანამატებიც", - წერს Le Point.

ოლივიეს სამუშაო დღე დილის საათებში იწყება და პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს ყველა მივლინებაში დაჰყვება.

„პრეზიდენტის პირადი დალაქი მის განკარგულებაშია 24 საათის განმავლობაში. მას ვერავინ შეცვლის“, - აღნიშნავს ფრანგული გამოცემა Le Point.

ელისეს სასახლეში ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.