ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3527 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3527 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3413 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0114 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6063 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6000 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.