შესაძლებელია თუ არა სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებული კლიენტებისთვის ზარალის კომპენსირება?

ბოლო დღეებში "ცენტრ პოინტის" ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა და კომპანიის წარმომადგენლების დაკავებამ სამშენებლო კომპანიების მიერ კლიენტების დაზარალების საკითხი გაააქტიურა. გამოძიება "ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდებულებს მენაშენეთა კუთვნილი 20 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავება. თუმცა ე.წ. სამშენებლო პირამიდებისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მთლიანობაში ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 20 ათასი ოჯახი დაზარალდა. როგორ უნდა მოხდეს დაზარალებულთა პრობლემების მოგვარება და შესაძლებელია თუ არა ზარალის კომპენსირება - სპეციალისტების განმარტებით, დაზარალებულთა მატერიალური კომპენსაცია ნაკლებრეალურია, რადგან სამშენებლო კომპანიების უმრავლესობას საკმარისი აქტივები არ აქვს და გადახდისუუნაროა. რაც შეეხება დაზარალებულების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას, ექსპერტები დაუსრულებელი და შეჩერებული მშენებლობების პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად პროცესში მთავრობის ჩართულობას ასახელებენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე