რიგის საკონვენციო ბიურომ საქართველოში საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით პრეზენტაცია მოაწყო

საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE Tourism) ხელშეწყობის მიზნით რიგის საკონვენციო ბიურომ პრეზენტაცია მოაწყო.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს ორგანიზებით, რიგის საკონვენციო ბიუროს ხელმძღვანელი აიგარ სმილტანსი სასტუმროებისა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიუროს ხელმძღვანელმა საქმიანი ტურიზმის, ტენდენციებისა და რიგის საკონვენციო ბიუროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE Tourism) განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკონვენციო ბიურო ჩამოაყალიბა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, საქმიანი შეხვედრების ჩატარებას.