დიღომში მდებარე სამარშრუტო ტაქსოპარკის მძღოლების ნაწილი გაიფიცა

სამარშრუტო ტაქსტების მძღოლების ინფორმაციით, დიღომში, აშშ-ის საელჩოსთან მდებარე ტაქსოპარკის მძღოლები გაიფიცნენ.

როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა ვასილ ლორიამ განაცხადა, ტაქსოპარკის შესასვლელი მძღოლებმა სამარშრუტო ტაქსით ჩახერგეს.

მისივე თქმით, გაფიცვის მიზეზი დღეს დილით მომხდარი ფაქტია, როდესაც ტაქსოპარკის დაცვამ ერთ-ერთი მძღოლი სცემა. აღნიშნული ტაქსოპარკიდან სამარშრუტო ტაქსები სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ.