უორენ ბაფეტმა ერთ დღეში ქველმოქმედების მიზნით 2,86 მილიარდი დოლარი გაიღო

ამერიკელმა მილიარდერმა და ინვესტორმა უორენ ბაფეტმა ქველმოქმედების მიზნით, ერთ დღეში 2,86 მილიარდი დოლარი გაიღო.

MarketWatch-ის ინფორმაციით, ამ თანხის დიდი ნაწილი ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს ერგო. ბაფეტმა გეიტსების ფონდს კუთვნილი კომპანია Berkshire-ის 15 მილიონი აქცია გადასცა, რაც დღევანდელი კურსით, 2,18 მილიარდი დოლარის ტოლფასია.

2006 წლის სექტემბერში ბაფეტმა გეიტსების ფონდში კომპანიის აქციების 85% გადარიცხა. გარდა გეიტსების ფონდისა, უორენ ბაფეტმა 1,5 მილიონი აქცია გარდაცვლილი მეუღლის სიუზან ტომპსონის მიერ დაარსებულ ფონდს გადასცა. 1 მილიონი აქცია კი სამ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდს აჩუქა, რომელსაც ამჟამად მისი სამი შვილი მართავს.

„ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, 85 წლის ამერიკელი ინვესტორის ქონება 60,8 მილიარდი დოლარია.