გიორგი მარგველაშვილი აჭარაში იპოთეკით დაზარალებულებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილ იპოთეკით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. იპოთეკარები რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ და მთავრობას დახმარებას სთხოვენ. მათ საკონსტიტუციო სასამართლოში მყოფ პრეზიდენტს ხმის გამაძლიერებლით მიმართეს და მასთან შეხვედრა მოითხოვეს.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი აქციის მონაწილეებთან მივიდა და შეპირდა, რომ მათი პრობლემის შესახებ სახელმწიფო სტრუქტურების იმ წარმომადგენლებს გააგებინებს, ვისაც მათი დახმარება შეუძლია.