თურქეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები გაუქმდა

თურქეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები გაუქმდა.

სტამბულის ათათურქის აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისი დღეს 09:20 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა თურქეთიდან რეისი არ განხორციელდა.

ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, რეისი ბათუმიდან თურქეთის მიმართულებითაც გაუქმებულია. ფრენა 10:35 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა გაუქმდა.

ბათუმის აეროპორტში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ განხორციელდება თუ არა შემდეგი რეისები.

თურქეთში გუშინ სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო.