თურქეთში საერთაშორისო ფრენები სავარაუდოდ, დღეს საღამოდან აღდგება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საერთაშორისო ფრენები, სავარაუდოდ, დღეს საღამოდან აღდგება.

უწყების ცნობით, ეს ინფორმაცია თურქულმა მხარემ გაავრცელა.

„ბოლო ინფორმაციით, რაც თურქეთმა გაავრცელა აეროპორტში და რასაც საკონსულო გვაწვდის, არის ის, რომ ფრენები არ განახლდება საღამომდე. სტამბოლის აეროპორტში იმყოფებიან საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები. ისინი კომუნიკაციაში არიან ქართველებთან და ყველას უხსნიან ბილეთის გადაცვლის პროცედურებს, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ფრენები როცა აღდგება, საქართველოში დაბრუნება შეძლონ“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თურქეთში, საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელ ხაზი: +905336903040; +905418184400, მოქალაქეებს, ასევე, შეუძლიათ დაუკავშირდნენ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზის ნომერს - 577984020.