ფოთში სატვირთო ავტომანქანების მძღოლები აქციებს განაგრძობენ

ფოთში სატვირთო ავტომანქანების მძღოლები აქციებს განაგრძობენ. ისინი პორტის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც ნავსადგურმა შიდა გადაზიდვები საკუთარი ავტომანქანებით უნდა აწარმოოს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 200-მდე მძღოლს ნავსადგურის ამ გადაწყვეტილებით უმუშევრად დარჩენა ემუქრება. მათივე თქმით, სასამართლო განხილვა ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ფოთის პორტს საკუთარი მანქანებით შიდა გადაზიდვების წარმოების უფლება არ აქვს. ისინი აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.