ორსართულიანი მატარებლები მგზავრებს თვის ბოლოდან მოემსახურება

ახალი ძვირად ღირებული ორსართულიანი მატარებლით ბათუმის მიმართულებით გადაადგილებას მგზავრები დიდი ალბათობით, მიმდინარე თვის ბოლოდან შეძლებენ.

პირველი რეისი სავარაუდოდ, სწორედ ამ დროისთვის განხორციელდება.

როგორც ,,საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახურში აცხადებენ, ახალი მატარებლით მგზავრობის ღირებულება უცვლელია.

,,საფასო პოლიტიკა უცვლელია, 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, ანუ იმ პერიოდში, როცა მგზავრთა დიდი ნაკადია, პირველი კლასით მგზავრობა 40, ხოლო მეორე კლასით 23 ლარი ღირს, დანარჩენი ათი თვის განმავლობაში კი მოქმედებს 2012 წლიდან მოქმედი, გაიაფებული ფასები და ტარიფი 18 ან 23 ლარს შეადგენს”, - აღნიშნავს ,,საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია.

ქრისტინე გამთენაძე