ბაკურიანი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული საზაფხულო კურორტების ათეულში მოხვდა

Forbes-ის რუსულმა გამოცემამ ბაკურიანის კურორტი აქტიური საზაფხულო დასვენებისთვის განკუთვნილი, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ-ათეულში შეიყვანა.

როგორც მასალაშია აღნიშნული, ბაკურიანში არის უამრავი შესაძლებლობა აქტიური დასვენებისთვის, მათ შორის საფეხმავლო ტურიზმი, რაფტინგი და სხვა.

Forbes აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ბუნება გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით.

პოპულარული საზაფხულო კურორტების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ  ყაზახეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინის, ავსტრიის, ესპანეთის, საფრანგეთის და შვეიცარიის კურორტები.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე