თურქეთის მოვლენების გამო, საქართველოდან თურქეთის კურორტებზე დასვენების მსურველთა რაოდენობამ იკლო

თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოდან თურქეთის კურორტებზე დასვენების მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.

როგორც ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, თურქეთში შექმნილი ვითარების პირველ დღეებში გაყიდული საგზურების უმეტესობა უკან დაბრუნდა, კომპანიებს კი გადახდილი თანხის სრულად ანაზღაურება მოუწიათ. როგორც ტუროპერატორები აღნიშნავენ, თურქეთის კურორტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არც ამ დროისთვის გაზრდილა, ტურისტების ნაწილმა კი თურქეთი უკვე ჩაანაცვლა საბერძნეთით და ეგვიპტეთი. ამასთან, ქვეყანაში არსებული არასტაბილურობის გამო თურქეთის საგზურები გაიაფებულია, მოთხოვნა შემცირებულია თურქეთის გავლით ფრენებზეც.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე