მძღოლებს ავტომობილების შემოწმებასთან ერთად შესაძლოა, გაზის ბალონების შეცვლა მოუწიოთ

მძღოლებს ავტომობილების შემოწმების პარალელურად შესაძლოა, გაზის ბალონების შეცვლა მოუწიოთ.

კომპანიები, რომლებიც გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას ახორციელებენ, ვალდებულნი არიან, დაზიანებული ბალონები გაანადგურონ. იმ შემთხვევაში კი, თუ აირბალონი ვადაგასულია, მის შეცვლამდე ავტომობილი ინსპექტირებას ვერ გაივლის. როგორც კომპანია "აირბალონში" აცხადებენ, გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 15%-ს ვადაგასული აირბალონი აქვს, რაც მსგავსი სისტემის მქონე ავტომობილს კიდევ უფრო საფრთხისშემცველს ხდის.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე