ბათუმში შესაძლოა, ელექტროავტობუსები გამოჩნდეს

ბათუმში მალე ელექტროავტობუსებს შემოიყვანენ.

ამ დროისთვის მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მიმდინარეობს.

როგორც ბათუმის მერიის მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელმა პაატა დუმბაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, EBRD-თან მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს, თუმცა უწყებაში სხვა დეტალებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებენ.

,,ჩვენ ვმუშაობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის, მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, შეიძლება ითქვას, დასკვნით ეტაპზე ვართ. თუმცა დამატებითი ინფორმაცია კონფიდენციალურია. შედეგები, სავარაუდოდ, ერთ თვეში გახდება ცნობილი”, - აღნიშნა პაატა დუმბაძემ.

ქრისტინე გამთენაძე