ბათუმის „მაგნოლიას“ ბინადრებმა აქცია გამართეს

„ცენტრ-პოინტი“ ჯგუფის მიერ აშენებული კორპუსის, ბათუმის „მაგნოლიას“ ბინადრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა თქმით, შენობის სარდაფში საკანალიზაციო მილები გასკდა და სარდაფი წყლით გაივსო. მოსახლეობა ეპიდემიის შესაძლო გაჩენის საფრთხეზე საუბრობს.

მათივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლებს პრობლემის აღმოსაფხვრელად რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა კომპანია პასუხისმგებლობას გაურბის.

ადგილობრივების განმარტებით, ლიფტების მოწყობისა და სადარბაზოების მოპირკეთების თანხა კომპანიის ნაცვლად მათ შეაგროვეს.