გიორგი კვირიკაშვილი - 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები 12 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა

თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში 198 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 12 000-ზე მეტ ოჯახს უკვე დაუკანონდა მათ მფლობელობაში არსებული თუ ახალი საცხოვრებელი ფართები.

„დღეს ჩვენ გამოგვაქვს საკითხი 198 საცხოვრებელი სახლის დაკანონების შესახებ - თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში 198 დევნილ ოჯახს ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 12 000-ზე მეტ ოჯახს უკვე დაუკანონდა მათ მფლობელობაში არსებული თუ ახალი ფართები და ჩვენ ამ პროცესს სრული დატვირთვით ვაგრძელებთ. ამას ახორციელებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.