1 მარტიდან თბლისის საერთაშორისო აეროპორტის მოსაკრებელი იზრდება

2017 წლის 1 მარტიდან აეროპორტის მოსაკრებელი იზრდება.

როგორც ,,ტავ ჯორჯიაში” ბიზნესპრესნიუსს განუცხადეს, ხელშეკრულებით გაფორმებული პირობების მიხედვით, კომპანია მოსაკრებელს პირველ ეტაპზე 22-დან 24 დოლარამდე ზრდის.

2023 წლის პირველი მარტიდან კი აეროპორტის მოსაკრებელი 25 აშშ დოლარი გახდება.

,,აეროპორტის მოსაკრებელი დღეისთვის 22 აშშ დოლარს შეადგენს.შპს ”ტავ ურბან საქართველო“-სა და შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ,,ტავ ჯორჯია” უფლებამოსილია გაზარდოს აეროპორტის მოსაკრებელი, რომლის რაოდენობა და პერიოდი მკაცრად არის გაწერილი ხელშეკრულებით და ის განისაზღვრება შემდეგი პროპორციით: 2017 წლის 1 მარტს მოსაკრებელი გაიზრდება 2 აშშ დოლარით - გახდება 24 აშშ დოლარი. 2023 წლის 1 მარტს მოსაკრებელი გაიზრდება 1 აშშ დოლარით - გახდება 25 აშშ დოლარი”, - განაცხადეს ,,ტავ ჯორჯიაში”.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე