მოქალაქეებს 2010-11 წლებში ჩამორთმეული კიდევ 5 ავტომობილი დაუბრუნდათ

2010-11 წლებში ჩამორთმეული 5 ავტომობილი მოქალაქეებს დაუბრუნდა , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.

„განხილული იყო საკითხი სამართლიანობის აღდგენასთან მიმართებაში, მოქალაქეებს დაუბრუნდათ ავტომობილები. კერძოდ, საუბარია 2010-11 წლებში ფიზიკური პირებისთვის ჩამორთმეულ 5 ავტომობილზე. პროკურატურამ დაადგინა, რომ მათზე და მათ ოჯახის წევრებზე იყო ზეწოლა და ეს მოქალაქეები დაზარალებულად ცნო“, - განაცხდა დიმიტრი ქუმსიშვილმა.