ნოდარ ხადური - "ლარისადმი ნდობის აღდგენა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის"

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში, რომ ჩვენთვის ლარი უნდა იყოს პრიორიტეტული ვალუტა , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

კობა გვენეტაძის თქმით, მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს.

”უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ლარისადმი ნდობის აღდგენა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, როგორც მონეტარული ხელისუფლებისთვის, რომელსაც ეროვნული ბანკი წარმოადგენს, ისე ზოგადად. ეროვნული ვალუტა არა მხოლოდ ეკონომიკური ინსტრუმენტია, არამედ ბევრ რამეს უკავშირდება”, - განაცხადა ხადურმა.

„მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც დაბალია ინფლაცია, კურსის ორმხრივი მერყეობა, ფინანსური განვითარების ტემპი, წესით, დოლარიზაციის მაჩვენებელი ასეთი დიდი არ უნდა ყოფილიყო.