თემურ ჭყონია - მთავრობა ცდებოდა, როცა ლარის კურსის გაუფასურებას გიორგი ქადაგიძეს აბრალებდა

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ მთავრობა ცდებოდა, როცა ლარის კურსის გაუფასურებას გიორგი ქადაგიძეს აბრალებდა.

ამის შესახებ ჭყონიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

,,ქადაგიძე სერიოზული პროფესიონალია და ძალიან საწყენია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამას არ იყენებს. გიორგი ქადაგიძეს რომ მთავრობის რეკომენდაციებისთვის დაეჯერებინა და პრინციპულობა არ გამოეჩინა, უარეს დღეში აღმოვჩნდებოდით. ვფიქრობ, რაღაც მომენტში მონეტარული პოლიტიკის კამკაცრებამ იმპორ-ექსპორტის ბალანსი დაიცვა”, - ამბობს ჭყონია.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ლარი არსებულ კურსს აღარ ჩამოსცდება. მისი თქმით, არასტაბილურმა კურსმა ბიზნესს მუშაობაში ხელი სერიოზულად შეუშალა.

იხილეთ გადაცემა "360 გრადუსის" სრული ვერსია