ნოდარ ხადური - ჩვენ ერთ წამს არ დავკარგავთ, რათა მოსახლეობამ შეიგნოს, რომ ბიუჯეტი მათი დოკუმენტია

ჩვენ ერთ წამს არ დავკარგავთ, რათა მოსახლეობამ შეიგნოს, რომ ბიუჯეტი მათი დოკუმენტია , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატის დანერგვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

”ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის სამსახურებთან ერთად. შემუშავებულია პროგრამა და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ადამიანების სურვილები გავითვალისწინოთ. როგორც ჩანს, თავიდან ეს განხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტების დონეზე. ჩვენ ერთ წამს არ დავკარგავთ, რათა მოსახლეობამ შეიგნოს, რომ ბიუჯეტი მათი დოკუმენტია არა მარტო შევსებისა და ხარჯის, არამედ შედგენის თვალსაზრისით”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მთავრობა მმართველობითი რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატის დანერგვას გეგმავს. როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში განმარტავენ, ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატი ადგილებზე მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს.