Standard & Poor's-ის შემდეგ თურქეთის საკრედიტო რეიტინგი Fitch-მაც დაწია

Standard & Poor's-ის შემდეგ თურქეთის საკრედიტო რეიტინგი დაწია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მაც.

სამხედრო გადატრიალების მცდელობისა და დაკავებების სერიის ფონზე, Fitch-მა თურქეთის საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, "BBB" დონიდან "BBB -"-მდე დაწია.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ქვეყნის გადახდისუნარიანობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია, პერსპექტივა სტაბილურია, რეიტინგის შემდგომი დაწევა კი თურქეთს არ ემუქრება.

რაც შეეხება Standard & Poor's-ს, სააგენტომ თურქეთის საკრედიტო რეიტინგი სტაბილურიდან ნეგატიურ დონემდე 20 ივლისს დაწია და აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს დაუკავშირა.

დასავლური მედიის ცნობით, თურქეთის საკრედიტო რეიტინგის დაწევაზე მსჯელობენ კიდევ ერთ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოში, Moody's-ში.