გამოძიების ინფორმაციით, მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელი ფსიქიკურად დაავადებული იყო

გამოძიების ცნობით, თავდამსხმელს, რომელმაც გუშინ მიუნხენის სავაჭრო ცენტრთან 9 ადამიანი მოკლა, დეპრესიული სახის ფისიქიკური დაავადება ჰქონდა.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პროკურორმა ტომას შტაინკრაუს-კოხმა განაცხადა.

მისი ცნობით, 18 წლის თავდამსხმელი ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა ყოფილიყო.

გამოძიება ასევე აცხადებს, რომ თავდამსხმელის სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა დიდი ოდენობით ბეჭდური სახის მასალა გაზეთებიდან და ჟურნალებიდან, სადაც საუბარი იყო მასობრივ თავდასხმებზე იარაღის გამოყენებით.

მიუნხენის პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი ინფორმაცია თავდამსხმელის კავშირზე ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“.