ბავშვები და ფული - ვესაუბროთ თუ არა ბავშვებს ფინანსურ პრობლემებზე?

იმისთვის, რომ საკუთრი შვილი კარგად გამოკვებოთ, კარგი განათლება მისცეთ და კარგად ჩააცვათ, ფინანსურად წელში გამართული უნდა იყოთ.

ბრიტანული გამოცემა Independent მშობლებს რამდენიმე რჩევას სთავაზობს, თუ როგორ ასწავლონ ბავშვს ფულთან ურთიერთობა და როგორ აარიდოთ თავი ბავშვთან დაკავშირებულ ზედმეტ ფინანსებს.

1. ფინანსურად გაუმართლებელია ყველაფერი ახალი უყდოთ შვილებს.

როგორც წესი, ბავშვებს ძალიან მალე უპატარავდებათ ტანსაცმელი, უფუჭდებათ და უტყდებათ სათამაშოები და ეხევათ წიგნები. ამიტომ შეიძინეთ სასურველი ნივთები მეორად მაღაზიებში, სთხოვეთ მეგობრებს, გათხოვონ ან გაჩუქონ თავიანთი შვილების მეორადი წიგნები.

2. ასწავლეთ თქვენ შვილებს ფულის შეგროვება

უყიდეთ ბავშვებს ყულაბა - ამ გზით ისინი ადვილად ისწავლიან ფულის ყადრს. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვებს ძალიან ახალისებთ ფულის შეგროვება, რადგან მათ მოწონთ, როცა „თავისი ფულით“ ყიდულობენ ნაყინს ან სათამაშოს.

3. ჯიბის ფული

5-6 წლის ასაკის ბავშვისთვის ჯიბის ფულისლ მიცემა აბსოლუტურად გამართლებულია. თუმცა, აუცილებელია, რომ მშობელმა ზღვარი დაიცვას და ამ ასაკის ბავშვს თავდაპირველად მხოლოდ ხურდა ფული მისცეს, რომლითაც მაღაზიაში ერთ ნაყინს ან პატარა შოკოლადს მაინც იყიდეს. ბავშვის ჯიბის ფულის მიცემა დამოკიდებული არ უნდა იყოს იმაზე თუ როგორ იქცევა სკოლაში ან რა ქულებს იღებს.

4. ნუ დაუმალავთ ფინანსურ პრობლემებს

თუ ოჯახში ფინანსური პრობლემები გაქვთ, ნუ დაუმალავთ ბავშვს ამას. 6-7 წლის ასაკის ბავშვის თანდასწრებით თამამად შეგიძლიათ განიხილოთ შექმნილი ფინანსური პრობლემების გადაჭრის გზები.

5. ფულზე ლაპარაკი სირცხვილი არ არის

რა თქმა უნდა, არავის ენდომება მისი შვილის პირველი სიტყვები ფულს უკავშირდებოდეს, თუმცა სრულიად ნორმალურია ბავშვთან ფულზე საუბარი. გაარკვიეთ ის ყოველდღიური ხარჯების, ხელფასის, აუცილებელი გადასახადების შესახებ. უთხარით, რამდენია თქვენი დღიური ბიუჯეტი და მოუყევით, როგორ ანაწილებთ ხელფასს. წაახალისეთ, რომ ჯიბის ფული გონივრულად დახარჯონ და დაზოგვაზეც იზრუნონ. ასე მათ ცხოვრებისეულად ჯანმრთელ ჩვევას განუვითარებთ.