ავტომობილში ბომბია?!

საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება დაიწყო და მძღოლები ვალდებული არიან, ტექდათვალიერება 2017 წლის 1-ელ იანვრამდე გაიარონ , თუმცა ამის გაკეთებას არ ჩქარობენ. არადა, არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ბუნებრივ აირზე დაახლოებით 250-300 ათასი ავტომობილი მუშაობს და სპეციალისტების შეფასებით, ამ სფეროში არსებული უკონტროლობის გამო, ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცოტა თუ შეძლებს.

ამ ეტაპზე მხოლოდ 2 კომპანიას აქვს აკრედიტაცია, აირბალონიანი ავტომობილები შეამოწმოს და სათანადო დოკუმენტიც გასცეს. როგორც ერთ-ერთ კომპანიაში გვითხრეს, ავტომობილის შემოწმების ღირებულება 90 ლარიდან იწყება და მანქანის მდგომარეობისა და აირბალონების რაოდენობის მიხედვით იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში მძღოლები 2017 წლის 1-ელ იანვრიდან 100 ლარით დაჯარიმდებიან, ტექნიკური დათვალიერება ჯერ ცოტამ გაიარა. პრობლემას ბევრი რამ ქმნის, მათ შორის ის, რომ ბუნებრივი აირის ბალონი ბევრ ავტომობილს დაზიანებული და გამოსაცვლელი აქვს და ისიც, რომ ახალი რეგულაციების კვალდაკვალ რამდენიმე თვითმარქვია ორგანიზაცია გამოჩნდა, რომლებიც მძღოლებს ტექდათვალიერებას უფრო იაფად სთავაზობენ, თუმცა, არ ეუბნებიან, რომ ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს მათთვის ამის უფლება არ მიუცია.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 25 ივლისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი