თურქეთის მთავრობა ფეთჰულა გიულენის სახელთან დაკავშირებული ყველა კომპანიის დახურვას გეგმავს

თურქეთის მთავრობა აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის სახელთან დაკავშირებულ ყველა კომპანიას დახურავს , - ამის შესახებ თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის მინისტრმა ბიულენტ ტუფენკჯიმ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ დაიწყება გამოძიება იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც გიულენის მხარდამჭერებს აფინანსებენ.

16 ივლისს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით 10 000-მდე ადამიანი დააკავეს. ანკარა გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელს, ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.