ქვეყნები, სადაც უნივერსიტეტში სწავლა უფასოა

ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის ხშირად ფინანსების არქონა ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია.

თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც სწავლა სრულიად უფასოა ან მხოლოდ მინიმალური გადასახდელია.

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელიც მსურველებს განათლების  მიღებას უფასოდ სთავაზობს.

ფინეთი

ფინეთში სწავლა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის უფასოა. სტუდენტებს მხოლოდ ბინის, კვებისა და მგზავრობის ხარჯები ექნებათ, რაც თვეში დაახლოებით 500-800 ევროს შეადგენს.

ავსტრია

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ავსტრიაში მცირე გადასახადია დაწესებული და სემესტრში 363-726 ევრომდეა. გარდა ამისა, 17.50 ევრო იქნება გადასახდელი სტუდენტური გაერთიანების საწევროსთვის. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ქვეყნიდან ხართ, მხოლოდ სტუდენტური საწევროს გადახდა მოგიწევთ. რაც შეეხება საცხოვრებელ ხარჯებს, თვეში დაახლოებით 800 ევრო დაგჭირდებათ, რაც ბინის, საკვებისა და პირად ხარჯებს ითვალისწინებს.

ნორვეგია

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის ნორვეგიაში სწავლა უფასოა და ეს წესი სწავლის ყველა ეტაპზე, როგორც ბაკალავრებისთვის, ასევე მაგისტრებისთვის და დოქტორანტებისთვის ვრცელდება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ უნივერსიტეტს შესაძლოა, მინიმალური გადასახადი ჰქონდეს ზოგიერთ პროგრამაზე, რაც დაახლოებით 300-600 ნორვეგიულ კრონას შეადგენს. რაც შეეხება საცხოვრებელ ხარჯებს, წელიწადში 90,000-100,000 კრონა, დაახლოებით 10 000 ევრო დაგიჯდებათ.

გერმანია

2014 წელს გერმანიამ ყველა ქვეყნის სტუდენტისთვის სწავლა უფასო გახადა. თუმცა სემესტრულად, შესაძლოა, დაწესებული იყოს მინიმალური გადასახადი, დაახლოებით 50 ევროს ოდენობის. საცხოვრებელი ხარჯებისთვის თვეში 500-800 ევრო დაგჭირდებათ.

შვედეთი

შვედეთში სწავლა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის უფასო. სტუდენტთა გაერთიანების საწევროს საფასური სემესტრში - 50-350 შვედური კრონიაა.