ტერაქტების შედეგად ბელგიას 1  მილიარდი ევროს ზარალი მიადგა

ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 1 მილიარდ ევროს შეადგენს.

შესაბამის ინფორმაციას ბელგიის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ხელმძღვანელის, კრის პეტერსის განცხადებით, ხელისუფლება დგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ საწარმოებს დაეხმაროს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრიუსელში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სავაჭრო ბრუნვა 122,5 მილიონი ევროთი შემცირდა, აქედან ფლანდრიის რეგიონი 33 მილიონი ევროთი, ვალონიის რეგიონი კი 20 მილიონი ევროთი დაზარალდა.

გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება, რომ ტერაქტების შედეგად სახელმწიფო საგადასახადო მოსაკრებელი 760 მილიონი ევროთი შემცირდა.

2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, დანაკარგი ქვეყნის მშპ-ს დაახლოებით 0,1%-ს შეადგენს.

ბრიუსელში ტერაქტების სერია 22 მარტს მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 32 ადამიანი, 300 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა  ტერორისტულმა დაჯგუფება ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე