სამსახურები, სადაც ბაკალავრის დიპლომი არ გჭირდებათ

კარგი განათლება და კარგი დიპლომი მაღალშემოსავლიან სამსახურთან ასოცირდება.

თუმცა, არსებობს უამრავი მაღალანაზღაურებადი სამსახური, რომელში მოსახვედრადაც მხოლოდ სკოლის დიპლომი ან სერტიფიკატიც კი საკმარისია. ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სტატისტიკის ბიურომ გამოაქვეყნა პროფესიების სია, სადაც დიპლომი არ გჭირდებათ.

ვებ დეველოპერები

ამ პროფესიის ადამიანთა წლიური ხელფასი 64.970 დოლარია. თუმცა სამსახურში აყვანისას მათ არც რომელიმე ცნობილი უნივერსიტეტის დიპლომს სთხოვენ და არც სამუშაო გამოცდილებას. ვებ დეველოპერები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა საქართველოშიც.

გაზის ქარხნის ოპერატორი

წლიური შემოსავალი 66,010 დოლარია. სამუშაო გამოცდილება საჭირო არ არის.

ელექტრიკოსი

აშშ-ში ელექტრიკოსების მოვალეობაში შედის ელექტროსისტემების გაწმენდა, დაყენება, შეკეთება. მათი წლიური შემოსავალია 66,450 დოლარი.

მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების სპეციალისტი

წლიური შემოსავალი 67,720 დოლარი. ამ ტიპის სპეციალისტს სამსახურში აყვანისას სულ მცირე 5-წლიან სამუშაო გამოცდილებას სთხოვენ. 

სატრანსპორტო ინსპექტორი

წლიური შემოსავალი 70,820 დოლარი. სამუშაო გამოცდილება არ მოეთხოვებათ. 

სტომატოლოგის დამხმარე

აშშ-ის სტომატოლოგის ასისტენტთა წლიური შემოსავალი 72 330 დოლარია. თუმცა, მათ არც დიპლომი მოეთხოვებათ და არც სამუშაო გამოცდილება.

დეტექტივები და კრიმინალური გამომძიებელი

გამომძიებლებისა და დეტექტივების წლიური ხელფასი 77 210 დოლარს შეადგენს. თუმცა, მათთვის აუცილებელია ჰქონდეთ სამუშაო გამოცდილება.

ბირთვული ტექნიკოსი

ბირთვული ტექნიკოსი ფიზიკოსის ან ინჟინრის თანაშემწეა. მათი წლიური ანაზღაურება 80 260 დოლარია. სამუშაო გამოცდილება არ მოეთხოვებათ.

დისტრიბუტორი

საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკაში დისტრიბუტორებს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვთ. მათი წლიური ხელფასი 86 630 დოლარს შეადგენს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დისტრიბუტორი ბოლო წლებში საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა.

საჰაერო პატრული

ამ პროფესიის ადამიანები აკვირდებიან მონიტორებს და ამოწმებენ თვითმფრინავების მოძრაობას. მათი წლიური ხელფასი 122 950 დოლარია.

გამოცდილება საჭირო არ არის.