რეფინანსირების განაკვეთი  6.75 %-მდე შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე შეამცირა. შესაბამისი გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. კომიტეტის გადაწყვეტილება საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააცნო.