რამდენი ლარი გადაირიცხა საპრეზიდენტო ფონდიდან GIPA-ს ანგარიშზე

საპრეზიდენტო ფონდის დანიშნულება სწორედ ეს არის: ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო პროექტებს , - ასე უპასუხა პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა "360 გრადუსის" წამყვანის შეკითხვას საპრეზიდენტო ფონდიდან თანხების გადარიცხვის შესახებ. როგორც ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში ჩიხრაძემ განმარტა, საპრეზიდენტო ფონდმა სხვა ორგანიზაციებს უფრო მეტი დახმარება გაუწია და გასაკვირი ამაში არაფერია. ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის ფონდიდან მილიონ ლარამდე გადაირიცხა GIPA-სა და ერთ-ერთი ორგანიზაციის ანგარიშებზე. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი მარგველაშვილი წლების განმავლობაში GIPA-ში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე