გასულ წელს რუსეთის სამხედრო ხარჯებმა 2,9 ტრილიონი რუბლი შეადგინა

2015 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯები 48%-ით გაიზარდა და 2,9 ტრილიონი რუბლი შეადგინა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, შესაბამისი ინფორმაცია განიარაღების საკითხებში გაერო-ს სამმართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ყველაზე დიდი თანხა, 700 მილიარდი რუბლი რუსეთმა სამხედრო-საზღვაო ძალებზე დახარჯა, რაც 2014 წელთან შედარებით 38%-ით მეტია.

სამხედრო-საჰაერო ძალებზე დაიხარჯა 662,4 მილიარდი რუბლი (55%-იანი ზრდა), სახმელეთო ძალებზე კი 582,5 მილიარდი რუბლი (19%-იანი ზრდა).

კიდევ 958 მილიარდი რუბლი შეადგინა „სხვა“ ხარჯებმა.

გაერო ქვეყნების სამხედრო ხარჯების შესახებ ინფორმაციას 1980 წლიდან აგროვებს.