რუსეთის მოსახლეობის 41,4%-ს საკვებისა და სამოსის შესაძენად ფული არ ჰყოფნის

რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე თვლის საკუთარ თავს ღარიბად.

რუსეთის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მონაცემებით, ივნისში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ, რომლებსაც ტანსაცმლის ან საკვები პროდუქტების შესძენად თანხა არ ყოფნით, 41,4%ს მიაღწია, რაც მაისთან შედარებით 1,4%-ით მეტია.

23,2%-მდე გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ მატერიალურ მდგომარეობას აფასებენ როგორც ცუდს ან ძალიან ცუდს. მაისში ეს  მაჩვენებელი 21,1% იყო.

ივნისის თვეში 31%-მდე გაიზარდა რუსი პენსიონერების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ მატერიალურ მდგომარეობას აფასებენ როგორც ცუდს.

გარდა ამისა, საკუთარ მატერიალურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს ყოველი მეხუთე უშვილო ოჯახი და მარტოხელა დედების 1/3.

მრავალშვილიანი ოჯახების 23% საკუთარ მატერიალურ მდგომარეობას აფასებს, როგორც ცუდს ან ძალიან ცუდს. უკიდურესად ღარიბს საკუთარ თავს ოჯახების 10% უწოდებს.

მანამდე, რუსეთის სტატისტიკურმა სააგენტომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვით, 2016 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ყოველი მეექვსე მოქალაქე (22,7 მილიონი ადამიანი) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.