კახეთში დახურული სარწყავი ქსელის პროექტი განხორციელდა

„საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, კახეთში დახურული სარწყავი ქსელის მოწყობის პროექტი განხორციელდა.

პროექტი დედოფლისწყაროს, საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების შვიდი სოფლის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 350 000 ლარია. მისი დახმარებით 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა გახდება შესაძლებელი.

კახეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე 27 სარეაბილტაციო პროექტი განხორციელდა, რის შედეგად უკვე 14 180 ჰექტრამდე ფართობი მიწის მორწყვა შეიძლება. ამავე დროს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც სრულდება ონანაურის სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია, რაც ამ რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები ონანაურში გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში გაიწმინდა სადრენაჟე არხის 4-კილომეტრიანი მონაკვეთი. შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - ონანაურის, ჭაბუკიანისა და ზემო ნაშოვრის 100 ჰექტარი მიწის ფართობი შეიძენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებას. საჭიროების შემთხვევაში, ამ არხიდან შესაძლებელია წყლის მიწოდება 60-მდე ჰექტარი მიწის ფართობისთვის“ - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები.

ხათუნა ჩიგოგიძე