ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, დედოლარიზაციის პროცესში ხელოვნური ინსტრუმენტების ჩართვა არ იგეგმება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, დედოლარიზაციის პროცესში ხელოვნური ინსტრუმენტების ჩართვა არ იგეგმება. მისი თქმით, ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის მიმართულებით რამდენიმე წელია მუშაობს, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვა სესხებთან და დეპოზიტებთან დაკავშირებით გამორიცხულია. ამასთან, გვენეტაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ლარში სესხების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, რაც მხოლოდ საბაზრო ინსტრუმენტების გამოყენებით მოხდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე