"გამგეობის შტატგარეშე თანამშრომელი ხელზე იღებს 1040 ლარს, ხოლო პატრულ-ინსპექტორის ანაზღაურება 900 ლარია" - რა გვიჯდება მთავრობა?

გამგეობის შტატგარეშე თანამშრომელი, რომელმაც ზოგჯერ არც კი იცის, რას აკეთებს, ხელზე იღებს 1040 ლარს, ხოლო პატრულ-ინსპექტორის ანაზღაურება 900 ლარია

, - განაცხადა მოძრაობა "ახალი საქართველოს" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას. როგორც მან განმარტა, "ოცნების" ხელისუფლებამ გააგრძელა წინა ხელისუფლების მანკიერი დამოკიდებულება. მისი თქმით, ადმინისტრაციული ხარჯები კატასტროფულად გაზრდილია და ხდება ანაზღაურების არარაციონალური გადანაწილება. ხაბეიშვილის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში 3 ათასამდე თანამშრომლის თანამდებობას აღწერილობაც არ აქვს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე