ბრიტანელმა მამაკაცმა რესტორანში სადილის სანაცვლოდ შეცდომით 1 მილიონი ფუნტი გადაიხადა

შოტლანდიის ქალაქ ინვერურის ერთ-ერთ რესტორანში სადილობის შემდეგ კლიენტმა 100 ფუნტის ნაცვლად, შეცდომით 1 მილიონი ფუნტი გადარიცხა რესტორნის ანგარიშზე.

რესტორნის მფლობელის აბდულ ვაჰიდის განცხადებით, ტერმინალზე კლიენტმა თავად აკრიფა გადასახდელი თანხის ოდენობა. ქვითრის დაბეჭდვის შემდეგ, მეპატრონემ აღმოაჩინა, რომ 100 ფუნტის მაგივრად 1 მილიონი ფუნტი იყო გადახდილი და მაშინვე აცნობა კლიენტს. ამ უკანასკნელმა კი ბანკს ტრანზაქციის გაუქმება სთხოვა.

აბდულ ვაჰიდის თქმით, მის 30-წლიან კარიერაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა.