მადრიდის „რეალმა“ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კლუბის სტატუსი დაკარგა

ჟურნალ Forbes-ის ახალი რეიტინგის მიხედვით, ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა მადრიდის „რეალმა“ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბის წოდება დაკარგა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ახალ რეიტინგს სათავეში  ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბი „დალას ქავბოი“ უდგას, რომელიც 4 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

„რეალი“, რომელიც აღნიშნულ რეიტინგს ბოლო სამი წელია ლიდერობს 3,65 მილიარდადაა შეფასებული, ხოლო მესამე ადგილზე კიდევ ერთი ესპანური კლუბი ბარსელონა აღმოჩნდა, რომლის ღირებულებაც Forbes-ის ვერსიით, 3,55 მილიარდია.

ათეულში ასევე მოხვდნენ „ნიუ-იორკ იანკიზი“(ბეისბოლი 3,4 მილიარდი), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ფეხბურთი 3,32 მილიარდი), „ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი“ (ამერიკული ფეხბურთი 3,2 მილიარდი), „ნიუ-იორკ ნიქსი“ (კალათბურთი, 3 მილიარდი), „ვაშინგტონ რედსკინსი“ (ამერიკული ფეხბურთი, 2,85 მილიარდი), ნიუ იორკ ჯაიენტსი“ (ამერიკული ფეხბურთი 2,8 მილიარდი) და ლოს-ანჟელეს ლეიკერსი (კალათბურთი, 2,7 მილაირდი).

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე კვირასვე გახდა ცნობილი, რომ Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიან ცნობილ სახეებს შორის „რეალის“ ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდო  ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამომუშავებული 88 მილიონი დოლარით მეოთხე ადგილზეა, შესაბამისად, ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია.

კოკა კვირკველია